პრეზიდენტის სამძიმარი

22 სექ 2017

ცნობილი საოპერო მომღერლის ზურაბ სოტკილავას სამოქალაქო პანაშვიდზე საქართველოს პრეზიდენტი იმყოფებოდა. ზურაბ სოტკილავას დღეს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.

ცნობილი საოპერო მომღერალი 80 წლის ასაკში მძიმე ავადმყოფობის შემდეგ მოსკოვის საავადმყოფოში გარდაიცვალა.