სარეკლამო ფესტივალის გამარჯვებულები

23 სექ 2017

საერთაშორისო სარეკლამო ფესტივალი “ედ ბლექ სი” დასრულდა. 10 ნომინაციაში გამოვლენილ გამარჯვებულებს ოქროს, ვერცხლისა და ბრინჯაოს მედლები გადაეცათ. საუკეთესო კომპანია კი გრანპრის მფლობელი გახდა.

ფესტივალში 20-მდე ქვეყნის სარეკლამო ინდუსტრიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. პროექტები სპეციალურმა ჟიურიმ შეაფასა. ფესტივალი “ჩექ ინ ჯორჯიას” ფარგლებში 2015 წლიდან ტარდება