ქობულეთში ზარალს ითვლიან

25 სექ 2017

ქობულეთში სტიქიის შედეგად 15  ოჯახი ამ დრომდე  გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გამგეობის ინფორმაციით ძლიერი ქარიშხლის შემდგომ ჩაკეტილი  სამანქანე გზები უკვე გაწმენდილია. სამუშაოებში 17 ერთეული ტექნიკაა ჩართული. ასევე  გეოლოგების 2 ჯგუფი  სწავლობს  საცხოვრებელ სახლებთან  დამეწყრილ ტერიტორიებს. სტიქიის შემდგომ 6 ოჯახია გასახლებული,  ზარალის ანაზღაურების შესახებ გეოლოგიური დასკვნების მომზადების შემდეგ განისაზღვრება.