25 სექ 2017
ქობულეთში ციტრუსის გადამამუშავებელი საწარმო წელს ვაშლის მოსავალსაც ჩაიბარებს. ფერმერებს ერთ კილოგრამში 25 თეთრს გადაუხდიან. ხილისგან ვაშლის წვენები, ჯემები და პიურე დამზადდება. ციტრუსის სეზონზე კი საწარმო მანდარინის მიღებას ჩვეულებრივ რეჟიმში გააგრძელებს.