25 სექ 2017
ქართული ოცნების მერობის კანდიდატი ქობულეთის მოსახლეობას შეხვდა. მირიან ქათამაძემ ქალაქის მცხოვრებლების პრობლემები მოისმინა. ადგილობრივების პრეტენზიები ძირითადად ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას შეეხებოდა. ისინი ტურიზმის სფეროს განვითარებას ითხოვენ.