აზიური ფაროსანასგან დაცვას მეციტრუსეები ითხოვენ

25 სექ 2017

განადგურებული თხილის შემდეგ, აზიური ფაროსანა ქობულეთში სხვა ხილთან ერთად, მანდარინის ხეებზე შენიშნეს. მოქალაქეები ციტრუსის დაზიანების საფრთხეზე საუბრობენ, რომელიც მათთვის ერთ-ერთი მთავარი შემოსავლის წყაროა. დაზიანებულ ფოთლებს სწორედ მავნებელ მწერს უკავშირებენ.

სოფლის მეურნეობის სამინისტრომ შესაწამლი საშუალებები უკვე გადასცა გამგეობას, რომელსაც მოსახლეობას დაურიგებენ.