არადაპტირებული  სკოლები ქედაში

29 სექ 2017

ქედის მუნიციპალიტეტში არსებულ საჯარო სკოლებში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის ადაპტირებული მხოლოდ შენობის პირველი სართულებია. სოფელ ხარაულის საგანმანათლებლო დაწესებულება კი, რომელიც შენობის მეორე სართულზეა განთავსებული მთლიანად არადაპტირებულია.

მუნიციპალიტეტის რესურს-ცენტრის უფროსის, დურმიშხან შავიშვილის განმარტებით, ადაპტირების საკითხს, ყოველი ახალი სკოლის რეაბილიტაციის დროს ეტაპობრივად ითვალისწინებენ.