სერთიფიცირებული პედაგოგების სიმცირე

30 სექ 2017

ხულოში 950 პედაგოგიდან  სერტიფიცირებულია მხოლოდ 72. მუნიციპალიტეტის რესურსცენტრის უფროსის ინფორმაციით ოქტომბრიდან სკოლებში 15 სერთიფიცირებული პედაგოგი ჩაატარებს გაკვეთილს. 

არასერთიფიცირებულთა უმრავლესობა საბუნებისმეტყველო მეცნიერებებისა და უცხო ენების მასწავლებლები არიან . მიმდინარე წელს სასერთიფიკაციო გამოცდებში ხულოდან 600-მდე პედაგოგმა მიიღო მონაწილეობა.