ციხეებში წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტები

01 ოქტ 2017

,,პენიტენციურ დაწესებულებებში ჯანდაცვის კუთხით პრობლემები ისევ რჩება,  თუმცა შემცირებულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი”-საპატიმროებში არსებულ მდგომარეობაზე ინფორმაცია  ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოს" წარმომადგენლებმა  მედიას მიაწოდეს.

მესამე სექტორში ამბობენ, რომ ცვლილებების მიუხედავად, პრობლემად რჩება დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა.