ქობულეთში რამდენიმე ოჯახი დაიტბორა

01 ოქტ 2017

ქობულეთში რკინიგზის მიმდებარე ტერიტორია და გელაურის დასახლება დაიტბორა. ქობულეთის გამგეობაში ამ წუთებში აზუსტებენ რა ვითარებაა მუნიციპალიტეტში.

ძლიერმა წვიმამ დატბორა ქობულეთში რკინიგზის სადგურის ტერიტორიაც რუსთაველის ქუჩიდან სარკინიგზო გადასასვლელის მიმართულებით.