ტურისტული სეზონის შედეგები-სამუშაო შეხვედრა

02 ოქტ 2017

“ტურისტების ნაკადი პრაქტიკულად არ გაჩერებულა, თუმცა ჩვენ აუცილებლად უნდა გავაანალიზოთ ის შენიშვნები, ის სისუსტეები, რა მიმართულებებზე მოგვიწევს აქცენტების გაკეთება” - განაცხადა პრემიერ-მინისტრმა ტურიზმის თემაზე მინისტრთა კაბინეტის წევრებთან გამართულ სამუშაო შეხვედრაზე.

შეხვედრის მონაწილეებმა ზაფხულის ტურისტული სეზონის შედეგები განიხილეს. გიორგი კვირიკაშვილი თქმით, აქცენტი უნდა გაკეთდეს არა მხოლოდ ინფრასტრუქტურაზე, არამედ მომსახურების და ტრანსპორტის საკითხებზეც.