ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე სოფელში მეწყრის ახალი კერები გაჩნდა

02 ოქტ 2017

ქობულეთში სტიქიის ზონებში მდგომარეობის შესასწავლად  გეოლოგები უკვე გავიდნენ. როგორ დაეხმარება ოჯახებს გამგეობა მათი დასკვნის საფუძველზე გახდება ცნობილი.

ძლიერი წვიმის გამო რამდენიმე სოფელში მეწყრის ახალი კერები გაჩნდა. დაიტბორა სახლების პირველი სართულებიც. მოსახლეობა მთელი ღამის განმავლობაში დამოუკიდებლად ცდილობდა სახლების წყლისგან დაცლას.