პრეზიდენტის და ოპოზიციის შეხვედრა სავარაუდოდ დღეს გაიმართება

04 ოქტ 2017

საქართველოს პრეზიდენტი ოპოზიციის წარმომადგენლებს ხვდება. საკონსტიტუციო ცვლილებებზე გიორგი მარგველაშვილი გუშინ საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლებს შეხვდა. მმართველი გუნდი პრეზიდენტს სთავაზობს, თავის მოტივირებულ შენიშვნებში ასახოს ვენეციის კომისიასთან შეთანხმებული ორი საკითხი: საარჩევნო ბლოკების ერთჯერადად შენარჩუნება და ბონუს სისტემის გაუქმება.

ამ შემთხვევაში საპარლამენტო უმრავლესობა კონსტიტუციის პროექტზე პრეზიდენტის ვეტოს არ დაძლევს.