პრეზიდენტის შეთავაზება

05 ოქტ 2017

საპარლამენტო უმრავლესობას საკონსტიტუციო ცვლილებებთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილი და ოპოზიცია ოთხ წინადადებას სთავაზობს. ესენია ბონუსების აკრძალვა, საარჩევნო ბლოკების დაშვება, პროპორციულ არჩევნებზე გადასვლა 2020-ში და პრეზიდენტს პარლამენტი მიერ მაშინ არჩევა  როცა ის იქნება ორპალატიანი.  პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი აცხადებს, რომ  აღნიშნულ საკითხზე საპარლამენტო უმრავლესობასთან დამატებით კონსულტაციისთვის მზად არის.