მოსახლეობა სტიქიის დროს დაზიანებული ხიდის რეაბილიტაციას ითხოვს

06 ოქტ 2017

ქობულეთის მუნიციპალიტეტის, სოფელ წყავროკას მოსახლეობა სტიქიის დროს ჩანგრეული ხიდის რეაბილიტაციას ითხოვს. დაახლოებით 50 წლის წინ აგებული ხიდი, ძლიერი წვიმების შედეგად დაზიანდა. ჩახერგილია წყავროკა-ცეცხლაურის დამაკავშირებელი ცენტრალური გზაც. ადგილობრივების თქმით, აღნიშნული გზაზე ისინი ყოველდღიურად გადაადგილდებიან.

აჭარის საგზაო დეპარტამენტის ქობულეთის წარმომადგენლის განცხადებით, სოფელ წყავროკას ხიდი რეაბილიტაციას არ ექვემდებარება.  ახალი ხიდის აგება კი მომავალი წლისთვის იგეგმება.