პატიმარი მესამე  თვეა შიმშილობს - ოჯახის განცხადება

08 ოქტ 2017

ქუთაისის მეორე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში პატიმარი კახაბერ ღოღობერიძე თითქმის სამი თვეა, 18 ივლისიდან  შიმშილობს- ინფორმაციას პატიმრის დედა ავრცელებს.

გუგული ღოღობერიძის თქმით, მისი შვილი სასჯელს ადამიანის გატაცებისათვის  უკვე 7 წელია იხდის და დარჩენილი 7 წლის განახევრებას მოითხოვს. პატიმრის დედის მტკიცებით, დახმარების თხოვნით არაერთხელ მიმართა ქვეყნის პრეზიდენტს, სასჯელაღსრულების სამინისტროსა და სახალხო დამცველს