''ევროპა  სახლია''

08 ოქტ 2017

„ევროპა სახლია“ – ამ სახელწოდების საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში მაღალმთიან რეგიონებში მოასახლეობას იმ წესებს გააცნობენ, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისას უნდა დაიცვან. აჩვენებენ სპეციალურ ვიდეო-რგოლებს, ასევე დარიგდება საინფრომაციო ბუკლეტები.

უვიზო მიმოსვლა საქართველოს მოქალაქეებს ევროკავშირის ქვეყნებში მიმდინარე წლის 28 მარტიდან შეუძლიათ.  5 თვეში ევროპაში  დაახლოებით 85 ათასმა მოქალაქემ იმოგზაურა, მათგან შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით სხვადასხვა ქვეყანაში, სხვადასხვა მიზეზით შესვლაზე უარი ეთქვა 242-ს.