სიტყვიერი შენიშვნა კომისიის ყოფილ წევრს

09 ოქტ 2017

ბათუმის საქალაქო სასამართლომ  ,,ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის #1 საოლქო საარჩევნო უბნის კომისიის წევრი სამართალდამრღვევად ცნო, თუმცა მასაც საარჩევნო კოდექსის დარღვევისთვის  მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა მიეცა.

შეგახსენებთ, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“  ბათუმის #1 საოლქო საარჩევნო უბნის კომისიის წევრი  პარტიის კანდიდატთა ფლაერებს მოქალაქეებს ურიგებდა. ვიდეო - მასალა კი სოციალურ ქსელში გავრცელდა.