სტიქიის შედეგად  სამ  ოჯახს განსახლება ესაჭიროება

12 ოქტ 2017

სტიქიის შედეგად ქობულეთში სამ ოჯახს ადგილმონაცვლეობა ესაჭიროება. მოლაპარაკების შედეგად გადაწყდება როგორ დაეხმარებიან დაზარალებულებს. 48 ობიექტზე ფერდსამაგრი კედელი უნდა მოეწყოს. ქობულეთში სტიქიის შედეგად დახმარების თხოვნით გამგეობას 300-მდე ოჯახმა მიმართა, რომელთაგან 200-ზე მეტი უკვე შესწავლილია.