ბათუმში ონკოლოგების კონფერენცია გაიმართა

12 ოქტ 2017

ღონისძიება სიმსივნური დაავადებების დროული გამოვლენის და სკრინინგული პროგრამების შექმნის მიზნით გაიმართა. შეხვედრას რეგიონში მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ღონისძიებაზე გენეტიკური დიაგნოსტიკის კვლევის ცენტრის „ალელის“ პრეზენტაციაც გაიმართა.