გულის მეხუთასე ოპერაცია ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში

12 ოქტ 2017

გულის მეხუთასე ოპერაცია ბათუმის საუნივერსიტეტო კლინიკაში.  დღეს მედიკოსებმა გამოჯანმრთელებულ პაციენტებს უმასპინძლეს.  წარმატებით დასრულებული  ოპერაციები ჯანდაცვის   სამინისტროს საყოველთაო დაზღვევის პროგრამის ფარგლებში თანადაფინანსებით ჩატარდა. კლინიკაში ამბობენ, რომ ოპერაციები ხელმისაწვდომია, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის.