ძლიერმა ქარმა ავტობუსის სადგომის მინები დაამსხვრია

15 ოქტ 2017

 კობალაძის ქუჩაზე, ძლიერმა ქარმა ავტობუსის შემინული სადგომი დააზიანა. ქარმა მინები გამოგლიჯა. "ეს ავტობუსის სადგომი ადამიანებისთვის სახიფათოა, ქარმა მინა გამოაგდო და რამდენიმე მილიმეტრით აცდა კაცს, რომელიც ჩემს წინ მიდიოდა" - ყვება მოქალაქე, რომელმაც აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელს ფოტოებიც მიაწოდა. 

ძლიერმა ქარმა კობალაძის ქუჩაზე საარჩევნო ბანერებიც წააქცია.