15 ოქტ 2017
აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დღეს 18 საათიდან დაიწყება. ხვალ კი გადმოსვენებულებს დიღმის ძმათა სასაფლაოზე სამხედრო პატივით დაკრძალავენ. გადმოსვენებულთა ვინაობა დევნითა სამინისტრომ გამოაქვეყნა, მათ შორის არიან სოხუმის ყოფილი მერი; მინისტრთა საბჭოსა და ავღანელთა ბატალიონის წევრები.