გოდერძის უღელტეხილზე თოვს

15 ოქტ 2017

თოვს კურორტ გოდერძზე. ამ დროისთვის თოვლის საფარი 5-დან 7 სანტიმეტრს აღწევს. ნალექს მნიშვნელოვანი პრობლემები არ შეუქმნია. აჭარის საგზაო დეპარტამენტის რეგიონალური ხელმძღვანელის ინფორმაციით, გოდერძის მიმართულებით, 99-ე კილომეტრზე მეწყერი ჩამოწვა.

ზურაბ სიხარულიძე აცხადებს, რომ ამ დროისათვის მოძრაობა ცალმხრივად აღდგენილია.  აჭარის საგზაო დეპარტამენტი მსუბუქი ავტომობილის მძღოლებს ურჩევს მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებით გადაადგილდნენ. მოძრაობა თავისუფალია მაღალი გამავლობის ავტომანქანებისთვის.