აფხაზეთიდან გადმოსვენებულებს დღეს დაკრძალავენ

16 ოქტ 2017

აფხაზეთიდან გადმოსვენებულ პირებს დღეს, დიღმის ძმათა სასაფლაოზე, სამხედრო პატივით დაკრძალავენ. აფხაზეთიდან გადმოსვენებული 25 პირის სამოქალაქო პანაშვიდი სამების საკათედრო ტაძარში დილიდან მიმდინარეობს.

გადმოსვენებულთა შორის არიან სოხუმის ყოფილი მერი; მინისტრთა საბჭოსა და ავღანელთა ბატალიონის წევრები. პრემიერ-მინისტრმა პრეზიდენტს სახელმწიფო ჯილდოებზე წარუდგინა ადამიანები, რომლებიც აფხაზეთში, საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლას გმირულად შეეწირნენ.

განახლებულია