''სასცენო მოძრაობა და რიტმიკა'' - მასტერკლასები ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში

17 ოქტ 2017

''სასცენო მოძრაობა და რიტმიკა'' -  მასტერკლასები ბათუმის ხელოვნების სასწავლო უნივერსიტეტში. სტუდენტებს მასტერკლასებს  შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტის პედაგოგები უტარებენ.

ხელოვნების უნივერსიტეტის პროექტმა აჭარის განათლების სამინისტროს “უმაღლესი განათლების ხელშეწყობის” პროგრამის ფარგლებში გამოცხადებულ კონკურსში გაიმარჯვა.