''როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება?''

18 ოქტ 2017

“როგორ მივიღოთ ადგილობრივი დემოკრატიული ხელისუფლება” - ამ საკითხზე ბათუმში საჯარო შეხვედრაზე იმსჯელეს. დისკუსია ჰაინრიხ ბიოლის ფონდის ორგანიზებით შედგა. თვითმმართველობა, დეცენტრალიზაცია, საარჩევნო სუბიექტთა პასუხისმგებლობა და საზოგადოების ჩართულობა პოლიტიკურ პროცესებში -შეხვედრის მონაწილეებმა ეს თემები განიხილეს.