სავაჭრო-სამრეწველო პალატის გამოხმაურება  

18 ოქტ 2017

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლის ე,წ ვიზიტს   იტალიაში საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაც გამოეხმაურა. “ოფიციალური რომი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას, ამიტომ აღნიშნულ შეხვედრას, თუ იგი რეალურად შედგა, ვერ ექნება ოფიციალური ხასიათი”- აცხადებენ სავაჭრო- სამრეწველო პალატაში.   იტალიის სავაჭრო პალატების გაერთიანებასთან გაფორმებულ  მემორანდუმში კი, აღნიშნულია, რომ ისინი  მხოლოდ აღნიშნულ ორგანიზაციასთან თანამშრომლობენ.