თავდასხმა ყიზილაჯლოში - ოფიციალური განცხადება

19 ოქტ 2017

 შინაგან საქმეთა სამინისტრომ ყიზილაჯლოში მომხდარ ინციდენტთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა. უწყებამ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

უწყების განმარტებით,  გუშინ გვიან ღამით, მარნეულის რაიონის სოფელ ყიზილაჯლოში, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.