თვითმმართველობის არჩევნები 2017

20 ოქტ 2017

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისთვის, ცესკოში 71 ადგილობრივი, 30 საერთაშორისო ორგანიზაცია და 82  მედიასაშუალებაა რეგისტრირებული. არჩევნებს დააკვირდება საარჩევნო სუბიექტების 54 389 წარმომადგენელი, ადგილობრივი დამკვირვებელი ორგანიზაციების 20 641 და საერთაშორისო ორგანიზაციების 581 დამკვირვებელი.

ასევე, პროცესს  4 000-ზე მეტი ჟურნალისტი გააშუქებს. ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს ამერიკის შეერთებული შტატების, ჰოლანდიის და დიდი ბრიტანეთის ელჩებიც დააკვირდებიან.