ნაციონალური მოძრაობში თვლიან, რომ ''ბათუმში არჩევნები ტოტალურად გაყალბდა''

20 ოქტ 2017

საარჩევნო უბნების დახურვამდე დღე "ნაციონალურ მოძრაობაში" შეაფასეს.  მირდატ ქამადაძის განმარტებით, მთელი დღის განმავლობაში 100 მდე საჩვარი დაიწერა და უბნებზე დატრიალდა  ე.წ. სომხური  "კარუსელი" . 

"უბნებზე დაკარგულია ბიულეტენები, ამის თაობაზე 56-ე საარჩევნო უბანზე დაწერილია საჩივარი. ეს არის ე. წ. კარუსელის წინაპირობა. 24-ე, 55-ე, 61-ე 62-ე და 63-ე უბნებზე ამომრჩევლებს, რომლებსაც ჰქონდათ მარკირება, ცდილობდნენ უბანზე მეორედ შესვლას. ამ ფაქტზე ჩვენმა წარმომადგენლებმა მოახდინეს რეაგირება და არ შეუშვეს ეს ამომრჩევლები უბანში.
42-ე და 82-ე საარჩევნო უბნებში კომისიის თავმჯდომარე ეწეოდა ღია აგიტაციას. 32-ე უბანზე ამომრჩეველს მის გრაფაში ხელი მოწერილი დახვდა, 69- ე და 48-ე უბანზე ხმის მიცემა მოხდა მარკირების სითხის გარეშე.

43-ე უბანზე ორ ამომრჩეველს მიუვიდა საარჩევნო ბარათი, თუმცა საარჩევნო სიაში არ აღმოჩნდა და ხმა ვერ მისცა. მე-15 და 70-ე უბნებზე მარკირების სითხე და ფარანი უვარგისია. 29-ე უბანზე რეგისტრატორი ამომრჩეველს აწვდიდა სპეციალურად დანომრილ ბიულეტენებს, რაც ამომრჩეველზე ზეწოლა და კენჭისყრის ფარულობის დარღვევაა. 
103-ე უბანზე კომისიის ერთ-ერთმა წევრმა ხმა მისცა მაჟორიტარს, თუმცა მას ამ უბანზე მაჟორიტარისთვის ხმის მიცემის უფლება არ ჰქონდა. 29-ე, 35-ე, 56-ე, 71-ე და 72-ე უბნებზე 2 საათის განმავლობაში გამორთული იყო ელექტროენერგია, რამაც პრობლემა შეუქმნა ვიდეო კამერების გადაღებებს. საღამოს 6 საათის შემდეგ მობილიზება გაუკეთეს კრიმინალურ ავტორიტეტებს",-  განაცხადა მირდატ ქამადაძემ.