არჩევნების II ტური 15 ნოემბრამდე გაიმართება

23 ოქტ 2017

მერის არჩევნების მეორე ტურის ჩატარების ბოლო ვადა 15 ნოემბერია. საარჩევნო კანონმდებლობის თანახმად, მერის არჩევნების მეორე ტური პირველი ტურიდან არაუგვიანეს 25-ე დღისა ტარდება და მას ცესკო პირველი ტურის შედეგების შეჯამებასთან ერთად ნიშნავს.

მერობის კანდიდატებისათვის დადგენილი 50%-იანი ზღურბლი არჩევნებში მონაწილე სუბიექტებმა ვერ გადალახეს: ყაზბეგში, ბორჯომში, ხაშურში, ოზურგეთში, მარტვილსა და ქუთაისში.