23 ოქტ 2017
ბათუმის საქალაქო სასამართლოში 11-12 მარტის ბათუმის აქციის ორგანიზებაში ბრალდებულების მორიგი სასამართლო პროცესი გაიმართა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა ამჯერადაც არ დააკმაყოფილა მერაბ ღოღობერიძის წერილობითი შუამდგომლობა გირაოთი გათავისუფლების შესახებ. ბრალდებული უკვე მეორე დღეა სასამართლო პროცესებს არ ესწრება, თუმცა ეს სხდომის გადადების მიზეზი არ გამხდარა.