მეჭიაური თიანეთის მერის არჩევნებში იმარჯვებს

24 ოქტ 2017

“უზარმაზარ მადლობას ვუხდი “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“, საერთოდ ჭკვიანი ხალხია” – ეს განაცხადება თამაზ მეჭიაურმა მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ გააკეთა.

სასამართლომ გააუქმა თიანეთის მე-19 საოლქო საარჩევნო კომისიის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, გაბათილებული ბიულეტენები ხელახლა გადაითვალა. შესაბამისად, ძალაში დარჩა პირვანდელი მდგომარეობა, რომლის მიხედვითაც, თამაზ მეჭიაური თიანეთში არჩევნებს ერთი ხმით იგებს.