ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლით 90 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა

25 ოქტ 2017

28 მარტიდან დღემდე ევროპაში  უვიზო მიმოსვლის უფლებით საქართველოს  90 ათასმა მოქალაქემ ისარგებლა. შენგენის ზონის ქვეყნებში მოგზაურთა  სტატისტიკა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, იანოშ ჰერმანმა დღეს მედიას გააცნო. შეხვედრაზე მან  ყურადღება აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებში ევროკავშირის OPEN პროგრამის ფარგლებში ჩატარებულ საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგებზე გაამახვილა. ირკვევა, რომ საქართველოს მოქალაქეთა 83% მიიჩნევს, რომ ქვეყნას ევროკავშირთან კარგი ურთიერთობები აქვს და  მოსახლეობის ნახევარზე მეტი კი  ევროკავშირს ენდობა.