''ევროპული საქართველოს'' სარჩელი

26 ოქტ 2017

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში 46-ე საარჩევნო უბნის ბათილობის მოთხოვნით “ევროპულმა საქართველომ” ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოს მიმართა. როგორც პარტიის წევრები აღნიშნავენ, უბანზე საარჩევნო პროცესი დარღვევებით მიმდინარეობდა. ჯერ-ჯერობით უცნობია როდის ჩაინიშნება სხდომა. პარტიის ინტერესებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია იცავს.