ჯილდო სასაზღვრო პოლიციის მფრინავებს

27 ოქტ 2017

შინაგან საქმეთა მინისტრმა სასაზღვრო პოლიციის მფრინავები და თანამშრომლები სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშოდ შესრულებისთვის დააჯილდოვა. მინისტრის ბრძანებით, სასაზღვრო პოლიციის სპეციალური დანიშნულების ავიაციის 21 თანამშრომელი სამინისტროს მედლით - „მამაცობისთვის“, ხოლო საინფორმაციო ტექნოლოგიების პოლიტიკისა და განვითარების ბიუროს 4 თანამშრომელი სამინისტროს მედალიონით -„განსაკუთრებული დამსახურებისთვის“ დაჯილდოვდა.

დაჯილდოების ცერემონიაზე ნაჩვენები იყო სხვადასხვა რეგიონში გაჩენილი ხანძრების დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ განხორციელებული, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოების ამსახველი ვიდეორგოლი.