ხანძარი ე.წ ოცნების ქალაქში

27 ოქტ 2017

ცოტა ხნის წინ ე.წ. ოცნების ქალაქში ხის ბარაკული ტიპის საცხოვრებელი დაიწვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. უცნობია ხანძრის გამომწვევი მიზეზები.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდართან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მეორე ნაწილით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.