10 ათასი ლარი გორგილაძის სახლ- მუზეუმისთვის

28 ოქტ 2017

ზურაბ გორგილაძის სახლმუზეუმის მოსაწყობად ქობულეთის გამგეობა 10 ათას ლარს დახარჯავს. რეაბილიტაცია ჩაუტარდება ,როგორც ნაგებობას ასევე ეზოს, სადაც პოეზიის საღამოებისათვის მცირე ზომის ამფითეატრი უნდა განთავსდეს.

მუზეუმში მოეწყობა ასევე საბიბლიოთეკო -საკონფერენციო-საგანმანათლებლო სივრცე. საპროექტო -სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტის შესაძენად ტენდერი უკვე გამოცხადებულია, სახლმუზეუმის რეკონსტრუქცია  მომავალ წელს იგეგმება.