ავტოავარია თურქეთში- დაკავებულია ქართველი მძღოლი

28 ოქტ 2017

ქართველი მძღოლი დააკავეს თურქეთში ავარიის შემდეგ, რომლის დროსაც ორი ახალგაზრდა ადგილზე გარდაიცვალა, კიდევ სამმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ისინი საავადმყოფოში გადაიყვანეს.თურქული მედიის ცნობით, ავტოსაგზაო შემთხვევა კაისერის რაიონში მოხდა.

პინარბაში - მალათეას ავტომაგისტრალზე, ერთ-ერთ გზაჯვარედინზე მოძრავ ორ მანქანას, რომელშიც თურქი სამხედროები ისხდნენ, ტრაილერი დაეჯახა, რომელსაც ქართველი მძღოლი მართავდა.