ავარია გვირაბთან

29 ოქტ 2017

გვირაბთან  მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276 მუხლით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

ავარია ბათუმი-ჩაქვის დამაკავშირებელი გვირაბის მიმდებარე ტერიტორიაზე გუშინ მოხდა. ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი დაეჯახა, ერთ-ერთი მანქანა ამოტრიალდა და გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა.