აჭარაში გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა წელს არ დაფიქსირებულა

01 ნოე 2017

გრიპის ვირუსის ლაბორატორიულად დადასტურებული შემთხვევა არ დაფიქსირებულა. აჭარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის მონაცემებით, გრიპისმაგვარი ვირუსის მაჩვენებელი გასული წლების ანალოგიურია.

პარალელურად  რეგიონში ვაქცინაციის პროცესიც მიმდინარეობს. სხვადასხვა რისკ-ჯგუფის წარმომადგენლებს აცრა უფასოდ უტარდებათ.

მედიკოსები მოსახლეობას ურჩევენ, სიმპოტომების შემთხვევაში სამედიცინო დაწესებულებას დროულად მიმართონ. აჭარის საზოგადოებრივი  ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლებმა გრიპის ვირუსზე გეგმიური კონტროლი მეორმოცე კვირიდან დაიწყეს.