სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსზე უარი მეორედ უთხრეს

01 ნოე 2017

უკრაინის სახელმწიფო საიმიგრაციო სამსახურმა ოდესის ოლქის ყოფილ გუბერნატორს მიხეილ სააკაშვილს ლტოლვილის სტატუსის მისაღებად დოკუმენტების გაფორმებაზე უარი მეორედ განუცხადა.

პოლიტიკოსის ადვოკატები გადაწყვეტილებას სასამართლოში გაასაჩივრებენ. თავშესაფრის მინიჭების თაობაზე მოთხოვნა, საიმიგრაციო სამსახურში სააკაშვილმა 31 ოქტომბერს შეიტანა.