ოფიციალური მიღება საფლაგმანო ხომალდზე

03 ნოე 2017

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთის საქართველოში საპორტო ვიზიტის ფარგლებში, საფლაგმანო ხომალდზე ოფიციალური მიღება გაიმართა, რომელსაც შს მინისტრი, ნატო-ს და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები და სხვა მოწვეული სტუმრები დაესწრნენ.

ნატო-ს მუდმივმოქმედი მეორე ნაღმსაწინააღმდეგო შენაერთი საქართველოს ტერიტორიულ წყლებში, საპორტო ვიზიტით, უკვე მესამედ იმყოფება.