ცვლილება მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაში

03 ნოე 2017

ქობულეთის მუნიციპალური ტრანსპორტის მომსახურების პროგრამაში ცვლილებები შევიდა. ტრანსპორტის  დამატების მოთხოვნით  კომპანიას მოსახლეობამ  განცხადებით მიმართა.  ავტობუსი ქობულეთი -ზედა ხუცუბნის მიმართულებით  დღეში სამჯერ იმოძრავებს, იგივე გრაფიკით  იმუშავებს  ტრანსპორტი, რომელიც მგზავრებს  ქობულეთიდან  ცენტრალურ მაგისტრალზე  ბობოყვათის მონაკვეთამდე გადაიყვანს.

ტრანსრეგულირების “დირექტორის მოადგილის ინფორმაციით, ცვლილებების მიუხედავად ახალი ავტობუსები არ შეუძენიათ, რადგან 3 სატრანსპორტო  საშუალება უწყებას რეზერვში ჰყავდა. თითო სატრანსპორტო ხაზის წლიური ხარჯი 20 ათასამდე ლარს შეადგენს.