ბრძოლა აზიურ ფაროსანასთან

03 ნოე 2017

აზიური ფაროსანას წინააღმდეგ ბრძოლის მიმდინარე და დაგეგმილი ღონისძიებები, სურსათის ეროვნული სააგენტოს   წარმომადგენლებმა აგროქიმიკატების და პესტიციდების იმპორტიორებსა და რეალიზატორებს გააცნეს.

შეხვედრას საქართველოს ბაზარზე მოქმედი 20-მდე კომპანიის წარმომადგენელი ესწრებოდა. დღეს საქართველოში სულ პესტიციდების და აგროქიმიკატების რეგისტრირებული 335 სარეალიზაციო და 174 საბითუმო სავაჭრო ობიექტია.