მევენახე ფერმერებს ღვინის დაყენების ტექნოლოგიების შესახებ ტრენინგი ჩაუტარდათ

09 ნოე 2017

მევენახე ფერმერებს ღვინის დაყენების ტექნოლოგიების შესახებ   ქობულეთში ტრენინგი ჩაუტარდათ. მოწვეულმა სპეციალისტებმა  ფერმერებს ვაზის  მოვლა და ღვინის სწორად  დაყენება-შენახვა  ასწავლეს.

ტრენინგის მიზანი აჭარაში ღვინის წარმოების ხარისხის სრულყოფაა. შეხვედრას სასოფლო- სამეურნეო კოოპერატივების, მცირე და საშუალო ღვინის მარნების წარმომადგენლები და მევენეხე ფერმერები ესწრებოდნენ.