ძალადობა ბავშვებზე-პარლამენტმა კანონპროექტი მიიღო

22 ივნ 2016

პარლამენტმა მესამე მოსმენით დაამტკიცა საკანონმდებლო პაკეტი, რომელიც ძალადობის შემთხვევაში, სოციალურ მუშაკს ბავშვის მოძალადე ოჯახის წევრისგან განცალკევების უფლებას ანიჭებს. იუსტიციისა და ჯანდაცვის სამინისტროების ერთობლივი საკანონმდებლო ინიციატივა 74-ხმით ერთხმად დაამტკიცეს.