საკადრო ცვლილებების ბრძანებას პრემიერმა ხელი მოაწერა

12 ნოე 2017

საქართველოს პრემიერმა  მინისტრთა კაბინეტში საკადრო ცვლილებების შესახებ ბრძანებებს ხელი მოაწერა.

ეკონომიკის მინისტრად პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი დაინიშნა, შინაგან საქმეთა მინისტრად და ვიცე-პრემიერად - გიორგი გახარია, ფინანსთა მინისტრად - მამუკა ბახტაძე, ხოლო განათლების მინისტრად - მიხეილ ჩხენკელი.

პრემიერ-მინისტრმა ასევე გამოსცა ბრძანება, რომლის თანახმად, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი გიორგი მღებრიშვილი სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნად დაინიშნა, მღებრიშვილის უწყება პრემიერის აპარატს დაექვემდებარება.