უფასო გამოკვლევები დიაბეტით დაავადებულებისთვის

13 ნოე 2017

დიაბეტთან ბრძოლის მსოფლიო დღის აღსაღნიშნავად ბათუმის ენდოკრინოლოგიის ცენტრში უფასო გამოკვლევები ტარდება. პაციენტებს, რომლებსაც შაქრიანი დიაბეტი აქვთ ან დაავადების დამახასიათებელი სიმპტომები უვლინდებათ (პირის სიმშრალე, ჭარბწონიანობა), დღეს,  5 საათამდე, ენდოკრინოლოგიის ცენტრში მომსახურება უფასოდ გაეწევათ.

უფასო გამოკვლევები მთელი კვირის განმავლობაში გაგრძელდება კლინიკა "ენმედის"-ში, სადაც ენდოკრინოლოგის კონსულტაცია და გლუკემიური ინდექსის განსაზღვრა უფასო იქნება დიაბეტით დაავდებული პაციენტებისთვის, სხვა მომსახურების მიღება კი 50 %-ანი ფასდაკლებით იქნება შესაძლებელი.